ACT-ს კვლევის თანახმად,
საქართველოს მოსახლეობის მოსახლეობის 87% თვლის, რომ
"უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის".
ამასთან, მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია,
რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ
საქართველოსაც ეხება. ქვეყნის მოსახლეობის 72% კი მოელის, რომ
„თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი
დადგება“.

გამოკითხულების ნახევარი (51%) რუსეთის მხრიდან პრობლემებს მოელის
ნებისმიერ შემთხვევაში. მათი აზრით, „იმის მიუხედავად, თუ
როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რუსეთი შეიძლება მაინც
შემოიჭრას საქართველოში“. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის რუსეთს
არ სჭირდება საგანგებო მიზეზი ან ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ
ქვეყანას ტანკებით მოადგეს.

და
მაინც, ვინ არის რუსეთი?