შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი რომელიც დღეს დააკავეს- გიორგი კვირიკაშვილის ახლო ნათესავია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2019

გურიის გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი, რომელიც დღეს სუს-მა დააკავა, ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ახლო ნათესავია. გურამ ასათიანი კორუფციული სკანდალიდან 1 წლის შემდეგ დააკავეს. სათიანისყოფილი თანამშრომლები გისოსებს მიღმა იმყოფებიან. 

სუს-ის ცნობით, გურამ ა.-მ 2018 წლის იანვარში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში უკანონო ქმედებაში არ ამხილა ორი კომპანიის  წარმომადგენლები.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გურამ ა-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოიყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები.

"კერძოდ, მან უკანონო ქმედებებში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცა აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ამავე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის მარტსა და ივლისში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი დააკავეს, ხოლო 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს,"- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. 

http://pirveliradio.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია