შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ჩამდინარე წყლების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციაზე 180 000 ლარი დაიხარჯება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ჩამდინარე წყლების სისტემის მოწყობა რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციის ღონისძიებებისთვის 180 000 ლარი დაიხარჯება. 
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა არსებული ნიაღვარმიმღებების მოვლა- პატრონობას და ახალი ნაგებობის მოწყობას მოხმარდება.
,,აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი 180 000 ლარიდან, არსებული არსებული ნიაღვარმიმღებების მოვლა- პატრონობაზე 50 000 ლარი დაიხარჯება, ასევე სოფელ კურდღელაურის ცენტრალურ გზაზე, ქალაქ თელავში ალაზნის გამზირზე და სასამართლოს მიმდებარედ აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე სხვა ქუჩებზე ახალი ნიაღვარმიმღებების მოწყობაზე 130 000 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია