იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2021

საბას მე-19 დაჯილდოება, კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ გაიმართა. 

გამარჯვებული 10 ნომინაციაში გამოვლინდა: 

    • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ნანა აბულაძე „აკუმი“; ირინა ტაბაღუა „ტელეფას ცხვარი“; 
    • საუკეთესო პიესა - პაატა ციკოლიას „მედეა s01e06”;
    • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნინო დიანოსაშვილის „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“; ნანა ტრაპაიძის „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“;
    • საუკეთესო თარგმანი - გიორგი ლობჟანიძის თარგმანი „ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი პირველი)”; ანა კოპალიანის თარმანი ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ”;

 

  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - მარიამ ხუცურაულის „მარილი გემოვნებით“;

 

    • საუკეთესო პროზაული კრებული - გიორგი სოსიაშვილის „ოთხი მოთხრობა“;
    • საუკეთესო პოეტური კრებული - ნუგზარ ზაზანაშვილის „წავა წავა წავა წავა“;
    • საუკეთესო რომანი - თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“;

 

  • საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში - ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“; ბიძინა მაყაშვილის „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“;

 

  • ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი. 

ლიტერატურულ კონკურსშისაბაწელს 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულშისაბასჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცათსაბასპრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები

წელს კონკურსზე განსაკუთრებული სიახლე იყო - ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომდააწესა. გამარჯვებულებს ჯილდო საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსაღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გადასცეს. 

გამარჯვებული წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსებულიასაბასვებგვერდზე saba.com.ge.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემიასაბათიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდანსაბამბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელსსაბაგასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.  

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია