შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოჯახის ბიუჯეტის სწორი მართვა- 4 სასარგებლო რჩევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2019

რამდენად ხშირად დაპირებიხართ საკუთარ თავს, დაგეზოგათ ფული, გადაგედოთ რამე მნიშვნელოვანი შენაძენისთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაგიხარჯავთ?

აი რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში!

1. ხშირად გადაიხადეთ ბარათით

დახარჯული ფულიდან დამატებითი სარგებლის მისაღებად ბანკების უმრავლესობას ბონუსების პროგრამები ან ქეშბექი აქვს. თუ სარგებლობთ საკრედიტო ბარათებით, არ დაგავიწყდეთ გადახდის ვადების ზუსტი დაცვა, ზედმეტი ჯარიმების გადახდა რომ არ დაგჭირდეთ.

 

2. მიჰყევით წესს „50, 30, 20“

ძირითადად ფულის ეკონომია ხარჯვის სწორ დაგეგმვას ნიშნავს. სპეციალისტები გვირჩევენ _ თანხის ნახევარი გადავდოთ აუცილებელი ხარჯებისთვის ( კომუნალური გადასახადები, საჭმელი, ტრანსპორტი), 30 % - სურვილებზე ( კინო, რესტორნები) და 20 % გადაინახეთ . ზოგი ხარჯის შეკვეცა შეუძლებელია, მაგრამ ტაქსი მაგალითად შეიძლება ნაკლებად გამოიყენოთ.

3. შეადარეთ ფასები

მანქანის დაზღვევა ან მტვერსასრუტი არ არის აუცილებელი პირველივე შემხვედრთან შეიძინოთ. არსებობს ალბათ სხვა უფრო მეტად მომხიბვლელი ვარიანტებიც.

4. გააკეთე დანაზოგი

ფულის ნაწილი შესაძლებელია მაშინვე გადადოთ საპროცენტო საბანკო ანგარიშზე ან ჩადოთ პერსპექტიულ წამოწყებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგიქრებათ სურვილი, დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე გაქვთ.

 

შენიშვნა: გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გისურვებთ, არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს ხვავი და ბარაქა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია