იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წერა არ უჭირდა, თუმცა თვლიდა, რომ მისთვის მოქმედება უფრო ბუნებრივია"

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2022

 წერა არ უჭირდა, თუმცა თვლიდა,  რომ მისთვის მოქმედება უფრო ბუნებრივია, წიგნის წერა, დროის კარგვად მიაჩნდა - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის   წიგნის "ძალის გამოღვიძების" შესახებ განაცხადა, რომლის თქმითაც წიგნის წერა ექსპრეზიდენტმა მისი  თხოვნის შემდეგ დაიწყო. 

 "წერა არ უჭირდა, თუმცა თვლიდა,  რომ მისთვის მოქმედება არის უფრო ბუნებრივი, მოძრაობა და რაღაცის კეთება,  წიგნის წერა  და მითუმეტეს,  ასეთი წიგნის წერა, დროის კარგვად მიაჩნდა. ამიტომ  მე მომიხდა მისთვის მართლაც დაძალება. ეს არ არის მისი ბიოგრაფია, ეს არის ჩვენი ისტორია, ისტორია დანახული ერთი ადამიანის თვალით. ასეთი წიგნები ყოველთვის ძალიან საინტერესოა, ეს არის ადამიანი, რომელსაც ქონდა ძალიან ბევრი და საინტერესო კონტაქტი საინტერესო ადამიანებთან. 18 წელი იყო პოლიტიკაში, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მოხდა ამ 18 წლის მანძილზე, მე მიმაჩნდა, რომ ეს მან უნდა დაწეროს"- განაცხადა  გიული ალასანიამ ტვ "პირველის" ეთერში.  

წიგნი "ძალის გამოღვიძება" პირველად უკრაინაში გამოიცა, მისი ქართულენოვანი ვერსია 2016 წელს გამოიცა.

წიგნში მიხეილ სააკაშვილი თვითონ საუბრობს თავისი ოჯახის ისტორიის შესახებ, იმ გარემოებებზე, რომლებმაც შექმნეს რევოლუციური ვითარება 2003 წელს, თავისი გუნდის ძალაუფლებაში მოსვლაზე.  წიგნში ასევე არის საუბარია იმ რადიკალურ რეფორმებზე, რომელიც გუნდის მმართველობის 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. ამასთანავე მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ წარმატებაზე, ის წარუმატებლობასაც აფასებს. ყოველ თავში პარალელებია გავლებული უკრაინის მდგომარეობასთან, რომელიც ავტორის ასევე საკუთარი გამოცდილების ნაწილია. წიგნში მოყვანილია ბევრი დეტალი, რომელიც არ იყო ცნობილი მედიისა და ფართო აუდიტორიისათვის. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია