შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რა დროს იუმორია, რა დროს ვინმეს დაცინვაა...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 იანვარი 2019

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებებს აფასებს. 

ხელისუფლების ოპონენტი თვლის, რომ არჩეული მერი ცდილობს, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა მოიხსნას და კრიტიკას ლანძღვით პასუხობს. 

ენმ-ს წევრი, აღნიშნავს, რომ კახა კალაძე უინტელექტო პოლიტიკოსია, რომელიც გლოვის დროს იუმორისტულ განცხადებებს აკეთებს. 

"ყველაზე სამწუხარო ამ ფაქტში არის შემდეგი - როცა მსგავსი ტრაგედია მოხდა, როცა მგლოვიარე სიტუაციაში ვართ, ნაცვლად იმისა რომ კალაძე და დედაქალაქის მთავრობა მომართული იყოს ეს პრობლემა აღმოიფხვრას, პრევენციულ ღონისძიებებზე ვიფიქროთ. მათ შორის პასუხისმგებლობები გაიაზრონ, დედაქალაქის მერს საღლიცინოდ აქვს დრო, მასხრად აიგდოს ოპოზიცია, საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ.

მართლა გულის ამრევია კალაძის ეს განცხადება. რაზე უნდა უპასუხო. ჯერ ის რა იყო, რაც გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით თქვა. მას ჩვევია ასეთი ლექსიკით საუბარი: "გოთვერანი". ახლა ამბობს, რომ ვიღაცები, საიდანღაც გამოექანონ. გულწრფელად სამწუხაროა, რომ არჩეული მერი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს პრობლემების მოგვარებით, გამოირჩეოდეს მაღალი პასუხისმგებლობით ასე იქცევა.

ოღონდ მას რამე არ დაბრალდეს, ოღონდ მასზე ვინმემ ცუდი არ თქვას, მზად არის სხვას გაიხსენოს ყოფილი ხელისუფლება და 2009 წელს მიღებული კანონი. გადააბრალოს წინა ხელისუფლებას, მათ შორის საკუთარ ხელისუფლებასაც.

და თუ მასზე ვინმე ცუდს იტყვის, მას შეუძლია გალანძღოს, აგინოს. რა დროს იუმორია, რა დროს ვინმეს დაცინვაა, როცა სრულიად ერი მგლოვიარე სიტუაციაშია. ვწუხვარ ასეთი უტიფარი, გაუნათლებელი, გაურკვეველი ინტელექტისა და გაურკვეველი წარმომავლობის მერის გამო. მას ნებისმიერ საკითხზე ასე უთავმოყვარეოდ შეუძლია იღლიცინოს"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ენმ-ს წარმომადგენელის თქმით, კახა კალაძემ პერსონალურად მას კი არა, სრულიად საზოგადოებას მიაყენა შეურაცხყოფა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია