შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კურორტი გომის მთა შემოქმედის ადმინისტარციულ საზღვრებში მოექცევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 იანვარი 2019

დღეს ბიურომ, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში ერთი საკითხი შეიტანა: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში კურორტ გომის მთის მოქცევის შესახებ“, მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების თაობზე.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსლუტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია."

სწორედ აღნიშნულ წინდადების მოწონების თაობაზე ეიმსჯელებს საკრებულო მორიგ სხდომაზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია