უაზრო სიკვდილზე უფრო დიდი ტრაგედია, უფრო დიდი უსამართლობა არ არსებობს. არადა, ასეთი სიკვდილით გარშემორტყმული ვცხოვრობთ: "შელაპარაკების ნიადაგზე" მომხდარი მკვლელობები, მანქანის უპასუხისმგებლო მართვით გამოწვეული მსხვერპლი, ღორული მშენებლობებიდან გადმოვარდნილი მუშები, ზერელედ შესრულებული საქმე და ფეხზე დაკიდებული სხვისი ცხოვრება, გაზის გაჟონვითა თუ აფეთქებით დაღუპული ბავშვები... უამრავი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრიდან, რაც მომდევნო უბედურებას მაინც გამორიცხავს, მაგრამ არ ვაკეთებთ... არაფერს ვცვლით. გლოვის დღეები გადის, გამოძიება ნიუსებსა და პროცედურებში იკარგება, ჩვენ კი ვაგრძელებთ ასე ცხოვრებას - ტრაგედიიდან ტრაგედიამდე-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ენმ-ის პოლიტსაჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი გუშინ სარამოს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას.
გუშინ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა , რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.