იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონში მედიკამენტებზე საშეღავათო პირობები დაწესდა - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის მორიგი ინიციატივა

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მარტი 2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - დოკუმენტის თანახმად, დღეიდან ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებები კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გაიცემა.

,,ფარმაცევტულ კომპანიებთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, თითოეული ბენეფიციარი, რომელიც მუნიციპალიტეტს მედიკამენტების დაფინანსებაზე მიმართავს, მთელი კვირის განმავლობაში ხარჯთაღრიცხვას საშეღავათო პირობებით მიიღებს. მოგეხსენებათ, რომ პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამ პროცესის გამარტივება ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა - ზუსტად ეს მემორანდუმი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, ქვემო ქართლის რეგიონში, თითოეულმა მოსახლემ მეტი საშეღავათო პირობებით ისარგებლოს,“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მემორანდუმს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და 6 კომპანიის - ,,ავერსი - ფარმა“ ,,პსპ ფარმა“, ,,ფარმადეპო", ,,გეფა“, ,,ინპექსფარმი“ და ,,კალანდაძე“ -ს წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია