არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" დამფუძნებელი, ქეთევან ხიდაშელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე წერს და ამ ყველაფერზე ხელისუფლების დამოკიდებულებას აფასებს:
"ნუ ასეთი ვითარებაა: მაჩალიკაშვილისა და სარალუძის შვილები ცოცხლები არიან და ოპოზიცია თვალში ნაცარს გვაყრის, დიღომში რომ სახლი აფეთქდა ესეც დაგვესიზმრა, არანაირი დანაშაული არ ყოფილა, მე მეტროში კატასტროფას რომ გადავრჩით 3 დღის წინ, ეგ ფოტოშოპი იყო ხალხო არ დაიჯეროთ, აცტოსაგზაო შემთხვევები რომ ხდება ამას რად სჭირდება ახალი რეგულაციები, მერე რა თუ დღეში 20 ადამიანი კვდება? ისედაც დედამიწა ვერ იტევს ამდენ ხალხს, მოკლედ ნერვებს ნუ იშლით ისედაც ყველა მოვკვდებით, თავები იმით დაიმშვიდეთ, რომ ისინიც მოკვდებიან, მერე „იქ“ შევხვდებით ერთმანეთს და იქ გავაგრძელოთ, სმუსი არ გავიგო და წუწუნი, ზუსტად ისინი არიან ხელისუფლებაში რისი ღირსებიც ვართ, სმუსი"-წერს ხიდაშელი.