შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტალიტა კუმის ბენეფიციარებმა ღონისძიება გამართეს [Photo]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 იანვარი 2019
ღონისძიებაში მონაწილეობა ცენტრის ოცმა ბენეფიციარმა, მოხალისეებმა და თანამშრომლებმა მიიღეს. მათ სპეციალურად მომზადებული საკონცერტო ნომრები, სიმღერები, ლექსები და სასცენო დადგმა წარმოადგინეს. სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები ღონისძიებისათვის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ: "მათთვის ეს კონცერტი ბედნიერებაა. დიდი ხანია ელოდებიან როდის წარსდგებიან მშობლებისა და აუდიტორიის წინაშე. ტრადიციულად, ღონისძიებას ყოველ წელს ვმართავთ", – ამბობს "ტალიტა კუმის" კოორდინატორი გიორგი ჩილინგარაშვილი.შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი "ტალიტა კუმი" ახალციხეში ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის –კამილიელების მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ცენტრი ყოველ დღე 09:30–16:30 საათამდე მუშაობს. აქ 27 ბენეფიციარი ირიცხება, მათგან რამდენიმე მომსახურებას ბინაზე იღებს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია