კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გადაუღებელი წვიმების გამო ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მაისი 2022

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში პრობლემები შექმნა.

გადაუღებელი წვიმების გამო ათამდე სახლში სანიაღვრე არხებიდან გადასული წყალი შევარდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნალექი გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა.

სოფელ კართუბნში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, სოსო ვარდიაშვილიც ადასტურებს სანიაღვრე არხების პრობლემას. მისი თქმით, არხების მოწესრიგება უახლოეს მომავალში იგეგმება.

კვირაზე მეტია, კახეთში დღეგამოშვებით წვიმს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები დაიტბორა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. ახმეტაში კი, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია