გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მკურნალობის გარეშე მოვკლა 32 წლის კაცი? "- რთულ პირობებში მცხოვრებ ოჯახს, სოციალური დახმარება მოუხსნეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2019

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მცხოვრებ, ნინო ოთიაშვილს და მის ოჯახს, რომელიც სხვის სახლში ცხოვრობს,სოციალური დახმარება მოუხსნეს.მძიმე სოციალურ პირობებსა და ჯანმრთელობის პრობლემებზე ნინომ „გურიის მოამბესთან“ ისაუბრა:

„ვცხოვრობ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში,ვარ სხვის სახლში შეკედლებული.ვცხოვრობთ მე,ჩემი მეუღლე და 2 წლის შვილი.სახლში ცხოვრობს ჩემი დედამთილი და დედამისი,რომლებიც ცალკე არიან. სოციალურის აგენტმა ისინიც ჩამიწერა სიაში. არ მაქვს არანაირი ტექნიკა და ქონება. ქმარი მყავს შშმ პირი,მეორე ჯგუფის ინვალიდი .გაკეთებული აქვს ორმხრივი მეფორმირებული კოქთართროზის ოპერაცია,რის შედეგადაც განუვითარდა თრომბი,ამის გამო ხშირად უწევს ქვემო კიდურების სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ( PHDE2D, PDPE4D) ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა და მედიკამენტები.მეუღლე მეტადონის პროგრამაშია ჩართული,აქვს C ჰეპატიტი,ვიყავით რიგში რომ დაეწყო მკურნალობა და სოციალურის მოხსნის გამო ეს რიგიც დავკარგეთ.ტრომბთან ერთად აქვს ასევე წითელი ქარი,ჯანმრთელობის პრობლემების გამო უჭირს გადაადგილება,თავისთავად შრომის უუნაროა. ვერ ვუტარებ მკურნალობას,რის შედეგად ხშირად ემართება ტრომბოზი.ესაჭიროება მედიკამენტების მუდმივად მიღება.თუ რამე მქონდა ყველაფერი გავყიდე რომ მეუღლისთვის წამლები მეყიდა.მეც არ ვმუშაობ,ორი წლის ბავშვი ვის დავუტოვო,მეუღლესაც სჭირდება სულ მიხედვა და ყურადღება.გამოვიტანე სესხი,მედიკამენტები რომ მეყიდა ქმრისთვის.

2015 წლიდან მქონდა სოციალური დახმარება,სამი წლის შემდეგ 2018 წლის აგვისტოში მომიხსნეს,მიზეზი გახდა ის, რომ მაშინ თბილიში ვცხოვრობდით და მოგვიწია სოფელში დაბრუნება,დაემართა ჩემს ქმარს თრომბი და მისამართის შეცვლის გამო მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. 2018 წლის 11 ოქტომბერს მივმართე ლანჩხუთის სოციალური მომსახურების სააგენტოს,ერთი თვის ვადაში არ მოვიდნენ გადამოწმებაზე,მოვიდნენ 17 დეკემბერს,ქულების დათვლის შემდეგ მოგვანიჭეს 102 660 ქულა,ანუ არ გვეკუთვნის არც ფულადი დახმარება და არც პრეპარატები,რომელიც ჭირდება ჩემს მეუღლეს.

მაინტერესებს რატომ მომიხსნეს სოციალური დახმარება,რატომ დამტოვეს ასე ბედის ანაბარა,სახლიც კი არ გვაქვს ჩვენი,არც შინაური პირუტყვი მყავს,არც ქათამი.მედავებიან მშობლების ქონებას,რომლებიც ცხოვრობენ კახეთში.მე მამის მიწების თანამესაკუთრედ ვითვლები,რომ გადავუფორმო 170 ლარი უნდა,ეს ფული სად მაქვს? მინდა თავიდან გადამამოწმონ და დამინიშნონ სოციალური დახმარება,თორემ საშველი აღარაა,მკურნალობის გარეშე მოვკლა 32 წლის კაცი? რა ვქნა არავინ გვყავს რომ დაგვეხმაროს.

„გურიის მოამბე“ დაუკავშირდა სოციალურ სააგენტოს და რამოდენიმე წუთში მივიღებთ პასუხს,თუ რატომ შეუწყდა ასეთ მძიმე პირობებში მყოფ ოჯახს, ფულადი დახმარება.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია