შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში 1 მილიონი დოლარის ინვესტიციით ჩირის საწარმო აშენდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2019

საგარეჯოში 1 მილიონი დოლარის ინვესტიციით მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩირის საწარმო აშენდება.
აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმო წელიწადში მინიმუმ 120 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს და მზა პროუქციას როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ბაზარზე გაყიდის. კომპანია სამომავლოდ ხილის ჩიფსის წარმოებასაც გეგმავს. საწარმოში 40 ადამიანი დასაქმდება.
ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯეო-ორგანიკს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საგარეჯოში მდებარე 36 785კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 16 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია