შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენა იგეგმება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2019

კახეთში რკინიგზის რეაბილიტაცია და სარკინიგზო ხაზის აღდგენა იგეგმება. კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ საკითხზე შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის მისი მონაწილეობით ბევრჯერ ჩატარდა.
როგორც Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, პროექტის განხორციელების შესახებ სახელმწიფო უწყებებს და დონორ ორგანიზაციას უკვე გააცნო ხედვა, თუ როგორ შეიძლება სარკინიგზო ხაზის აღდგენა და რა შედეგებს მოიტანს ის კახეთის რეგონისთვის, როგორც ეკონომიკური ისე ტურისტული მიმართულებით.
,,როცა კახეთში შეხვედრები ტარდებოდა, რომელსაც სამინისტროები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, ყოველთვის ვსაუბრობდი რეგიონში რკინიგზის რეაბილიტაციასა და სარკინიგზო ხაზის აღდგენის აუცილებლობაზე და მის დადებით შედეგებზე. ჩემი დიდი სურვილია, აღდგეს სარკინიგზო ხაზი, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება. რკინიგზის ნაწილი გადის მევენახეობის ზონაში, რაც ტურისტული კუთხით ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის. ეს დადებითად იმოქმედებს რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე. ეს ძირითადად ეხება თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს. ამ ეტაპზე კახეთის რკინიგზის რეაბილიტაციის ხედვა გაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში, რათა მათი დახმარებით ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ბანკს რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი და ვფიქრობ, ამ პროექტს სწორედ ის დააფინანსებს. რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით გაგრძელდება შეხვედრები როგორც დონორ ორგანიზაციასთან, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სადაც აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ და მას ერთიან პროექტად დავამუშავებთ’’, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია