შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ღირებულებების გაუფასურება ყველაზე დიდი უბედურებაა, რაც შეიძლება ხალხს დაემართოს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2019

ქალაქ მიუნხენის ქარტული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი- დეკანოზი თამაზ ლომიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"როგორ იღებენ გერმანიაში პასუხისმგებლობას შეცდომებზე

1. ქრისტიან ვულფი - გერმანიის პრეზიდენტი. 
2012 წელს ვულფს ბრალი დასდეს, რომ საკუთარი სახლის მშენებელობისთვის, თანამდებობის გამო შეღავათიანი კრედიტით და სხვა პირადი შეღავათებით ისარგებლა კერძო პირებისგან. აგორდა დიდი სკანდალი. შედეგად ქრისტიან ვულფი საკუთარი სურვილით გადადგა გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობიდან. "ბოლო დღეებში და კვირებში მომხდარმა გვაჩვენა, რომ ჩემდამი ნდობა და ამის შედეგად ჩემი ეფექტურობა გამოუსწორებლად დაზიანებულია... ამიტომ, ვტოვებ პრეზიდენტის თანამდებობას, რათა ადგილი დაუყოვნებლივ დავუთმო მომავალს"- თქვა მან პოსტის დატოვებისას.

2. მარგოტ კესმანი - გერმანიის ევანდელური ეკლესიის საბჭოს თავჯდომარე, ეპისკოპოსი.
კესმანმა 2010 წლის თებერვალში, მანქანის მართვისას წითელზე გადაჭრა გზაჯვარედინი, შედეგად პოლიციამ შეამოწმა და რადგან სისხლში 1,54 პრომილი ალკოჰოლი აღმოაჩნდა, თვითონ გადადგა ყველა დაკავებული თანამდებობიდან. წასვლისას მან თქვა, რომ ნანობს ამ მძიმე შეცდომას და რადგან ამ თანამდებობისთვის აუცელებელ ავტორიტეტს აღარ ფლობს, საჭიროდ თვლის დატოვოს თანამდებობა.

3. პეტერ გლოიშტაინი - ქ. ბრემენის სენატორი. 
2005 წელს, ერთ-ერთი ღვინის დღესასწულის გახსნის ცერემონიალზე, გლოიშტაინმა ერთ უსახლკაროს 
ხუმრობით თავზე დაასხა სექტი, სიტყვებით: “აჰა, დასალევიც გექნება”. უსახლკარომ შეურაცხყოფისთვის უჩივლა. შედეგად გლოიშტაინმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და განმარტა, რომ ეს აფექტის მდგომარეობაში გააკეთა, ძალიან ნანობს და აზრადაც არ მოსვლია ადამიანის შეურცხყოფა. თუმცა, რადგან კრიტიკა აზარალებს ბრემენის სენატს და პარტიულ კოალიციას, იგი ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. 2005 წელს გლოიშტაინი თვითონ გადადგა.

4. კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი - გერმანიის თავდაცვის მინისტრი.
2011 წელს მას ბრალი დასდეს სადოქტორო ნაშრომის პლაგიატორობაში. გუტენბერგმა უარჰყო ბრალდება. აგორდა დიდი მედია-სკანდალი. იყო სხვადასხვა მოსაზრება, როგორც საწინააღმდეგოდ, ისე მის მხარდასაჭერად. მიუხედავად ამისა, შებღალული ავტორიტეტის გამო, 2011 წელს გუტენბერგი გადადგა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.

5. ვოლფგანგ ალბერსი - ქ. კიოლნის პოლიციის პრეზიდენტი.
2015/16 ახალი წლის ღამეს, ქ. კიოლნის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც ტრადიციულად ფოიერვერკი იმართება, ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ქალებისადმი არაბი და ჩრდილოეთ აფრიკელი მიგრანტების მხრიდან სექსუალური შეურაცხყოფის ფაქტებს. პოლიციაში შევიდა ათობით საჩივარი. ამ ფაქტს უმძაფრესი გამოხმაურება მოჰყვა მთელი გერმანიის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი რამ მანამდე არასოდეს მომხდარა გერმანიაში, კიოლნის პოლიციას ადანაშაულებდნენ, რომ მან ვერ გაითვალისწინა სირიის ომის გამო შემოსულ მიგრანტთა ნაკადი და არ მიიღო შესაბამისი ზომები მოსახლეობის დასაცავად. შედეგად, პასუხისმგებლობა მომხდარზე აიღო კიოლნის პოლიციის პრეზიდენტმა, ვოლფგანგ ალბერსმა და საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ხალხი არც მოუხსნიათ და არც დაუპატიმრებიათ. თვითონ ჩათვალეს, რომ მომხდარის გამო მათი ავტორიტეტი უკვე შეუფერებელია მაღალ თანამდებობასთან და ნებით გადადგნენ. ამიტომ, თანამდებობა კი არ უფასურდება გერმანიაში, უფრო და უფრო მაღალ სტანდარტებს იძენს.

დიდი სიფრთხილეა საჭირო! ღირებულებების გაუფასურება ყველაზე დიდი უბედურებაა, რაც შეიძლება ხალხს დაემართოს"-წერს დეკანოზი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია