შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შიდა აუდიტის დასკვნით, გორის მერიაში ქაოსია

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 იანვარი 2019
გორის მერს კოტე თავზარაშვილს გაუგზავნეს დოკუმენტი, რომელიც შიდა უდიტისა და ინსპექტირების ჯგუფმა მოამზადა. ჯგუფის წევრებმა 8 ,,ააიპი" და მერიის ერთი სამსახური შეამოწმეს. დასკვნის მიხედვით, რომელსაც ხელს სამსახურის უფროსი თ. ზურაბაშვილი 2019 წლის 18 იანვრის თარიღით აწერს, გამოვლენილია, როგორც ხარვეზები, ასევე, მნიშვნელოვანი დარღვევები. საჯარო განხილვისთვის მომზადებულ დოკუმენტში ყურადღება ნაკლებად ეთმობა სატენდერო, ფინანსურ თუ საბუღალტრო ანგარიშგების პროცედურების განხილვას. აუდიტის დოკუმენტი, ძირითადად, საქმის წარმოების წესების დაცვას, დებულებებისა და ხელშეკრულებების შინაარსის გასწორებისკენ მოწოდებებს შეიცავს. დოკუმენტი საკრებულოს წევრებსაც გააცნეს. ,,ყველამ უნდა იცოდეს, რა არის სამსახურის გრძელვადიანი პერსპექტივა, წლიური საქმიანობის მიზანი და შედეგი, თითოეულმა თანამშრომელმა მაქსიმალურად გაითავისოს დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთოს მისი შესრულების პროცესში" - აღნიშნავს აუდიტი. აღმოჩნდა, რომ შემოწმებულ სტრუქტურებში არ იყო წლიური და სტრატეგიული გეგმები შემუშავებული. მოუწესრიგებელი დახვდათ თანამშრომელთა პირადი საქმეები, შემოსული და გასული დოკუმენტაცია აღურიცხავია და არასისტემურია. კანონთან შეუსაბამო აღმოჩნდა შრომითი ხელშეკრულებები. აუდიტის შეფასებით, შესაცვლელია თითოეული სამსახურის თუ ,,აიპის" დებულებები. ,,გაწერილ იქნეს სამსახურის ფუნქციები და მოვალეობები იმ მიმართულებით, რომლითაც გაცილებით უფრო მობილური, ეფექტური და შედეგის მომცემი იქნება მომავალში განყოფილების საქმიანობა" - წერს აუდიტი. ,,სოციალური დახმარების წესიდან ერთი და იგივე მუხლით და პუნქტით, ან რამდენიმე მუხლით ერთდროულად ერთსა და იმავე პიროვნებაზე გაცემულმა თანხებმა შეიძლება ბიუჯეტის შესაბამის მუხლში არსებული რესურსის სწრაფი ხარჯვა გამოიწვიოს. სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურში სოციალური დახმარების მსურველთა მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილია დაოკუმენტაცია, რაც პროგრამით განსაზღვრული გასაცემი დახმარების ზღვრული ოდენობის დარღვევით გაცემის წინაპირობაა" - აღნიშნავს აუდიტი. ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს, რომ ორგანიზაციებში არ არის დაცული სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმები. გორის მერის პრეს-სამსახურის განცხადებით, დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთი განყოფილების ანგარიშს: ,,ეს არის ჩვეულებრივი ანგარიში, სადაც საუბარია მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზებზე, რაც გამოსწორებადია. ანგარიში ეხება ერთ კონკრეტულ სამსახურს მერიაში და შემოწმებულ ,,აიპიებს".
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია