შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რა გაუჭირდა საქართველოს 4 მილიონი კაცი რომ ვერ შეუნახავს? “

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2019

საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. მიუხედავად უცხოეთის არაერთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და ცუდი სამუშაო პირობებისა, სტატისტიკა ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა ბევრი ადამიანისთვის ისევ მიმზიდველი პერსპექტივაა.

საქართველოს მოსახლეობა 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 

657 731 ადამიანით ნაკლებია, ამ შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ემიგრაციაა. საქსტატის ცნობით, 2002 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორია სულ 88.5 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. ემიგრაციის შესახებ მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

აღწერის შედეგებით, ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88.5 ათასი ადამიანი, მათი 44.4% მამაკაცია, 54.6% კი ქალია. საქართველოს ეკონომიკა ამ ადამიანთა მიერ უკან გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

სტატისტიკის ეროვნული მომსახურების სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაში  2003 წლიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოდან გასვლის და შემოსვლის ზუსტ რაოდენობაა მოცემული (იხილეთ ცხრილი). უკანასკნელი 11 წლიდან, 7 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორია უფრო მეტჯერ დატოვეს, ვიდრე უკან დაბრუნდნენ.

ევროპარლამენტიი და ზოგადად მსოფლიო შეშფოთებულია საქართველოდან მიგრაციის რიცხვის ასეთი ზრდით.არადა ევროპის რამოდენიმე ქვეყანამ, მათშორის გერმანიამ, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.მიუხედავად ამისა,ყოველწლიურად იზრდება მიგრანტთა რიცხვი.რამ გამოიწვია ქვეყნიდან მოქალაქეების მასიური გადინება, ამ კითხვით „გურიის მოამბე“-მ რამოდენიმე ადგილობრივის აზრი მოისმინა:

მიმოზა ბობოხია: საზღვარგარეთ  ქართველების წასვლა  გამოიწვია იმან,   რომ გაჭირვებაა. სამსახურები არა აქვს  ხალხს და  საშუალება. მე აფხაზეთიდან ვარ, 26 წელია დევნილი ვარ  და ხედავ  რა ხდება საქართველოში?  არც შეცვლილა  და არც შეიცვლება არაფერი. მე კიდე ვნახე  რამე  და თქვენ  ხართ  ახალგაზრდები  ცოდვა.

 ნანა სალუქვაძე: "მძიმე სოციალურმა ფონმა  გამოიწვია, ვის რა  პრობლემები აქვს  იმის მიხედვით მიდიან."

ზ. ჯორბენაძე: "რამ გამოიწვია  და სიდუხჭირემ, წავიდა საშოვარზე  ხალხი.  კარგადაც რომ ცხოვრობდნენ  და არ უჭირდათ ისინიც  წავიდნენ. უმეტესი  ნაწილი  მიდის  იმისავის , რომ არა  აქვთ სშუალება არაფრის.  ძველები  უნდა წავიდნენ  ხელისუფლებიდან,   უნდა მოვიდეს ახალი თაბობა, ისინი ივარგებენ.  ისეთი ახალგაზრდები, რომელბიც  ფულის გამოძალვაზე არ არიან. ჩემი ოჯახიდან არა  არავინაა საზღვარგარეთ წასული, შრომის სიყვარული ვასწავლე და  მის დროზე  ჰქონდათ  ყველაფერი და კი აქვს ნორფმალური ცხოვრება. არცერთ  ახალგაზრდას არ უნდათ შრომა, იქეთაც  მიდიან  ხნიერი  ხალხი რომ აქეთ ესენი არჩინონ."

იამზე დარცია :  ემიგრაციაში მიდის ხალხი აქ  სამუშაოევბი არაა რა ქნან? მიდიან,  რომ შვილები  და ოჯახი არჩინონ. მე არავინ არ მყავს საზღვარგარეთ, აგერ ზის ჩერმი 35  წლის  ბიჭი  და ვაჭრობს. ამაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ.  იქეთ წასულებს  ზოგს ოჯახი ენგრევა, ტოვებერნ შვილებს  და ქმრებს."

მარინა ცერცვაძე: "ემიგრაცია ყველამ კარგად ვიცით, რომ გაჭირვების  ბრალია, გინდ სოფელი აიღე და გინდა ქალაქი, ცხოვრება ჩამკვდარია. ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, გარდა იმისა რომ ეკონომირ  პრობლემას  აგვარებენ ოჯახები,უარყოფითი ფაქტორებიც ბევრია,ცოლ-ქმარი   ცილდება ხშირად ერთმანეთს.შვილებთან სიშორე  საშინელებაა,მაგრამ ამასაც ეჩვევა უკვე ადამიანი.  აღარ  განიცდი   დედ-მამის  დაშოირებას. წლებს  თავისი მიაქვს.  ზოგიერთი მშობელი იმ დროსაა წასული, რომ პატარებს ტოვებს. ჩემთვის  ძალიან მტკივნეულია  ეს."

მადონა გოგუაძე :  "გაჭირვებას მიჰყავს-მოჰყავს  ხალხი.სიდუხჭირემ და გაჭირვებამ  გამოიწვია  საზღვარგარეთ  ემიგრაციაში ყოფნა. ვის უხარია  იქ  წასვლა,  იქნებიან  თავის სახლში  დაჯდებიან თბილად .მე ასაკის  გამო  ვერ მივდივარ. დავდივართ  თურქერთში,ჩაის საკრეფად  და  ვემსახურები  თურქებს. აქ, ჩვენთან  რომ იყოს ჩაი, იქ  ხომ არ  წავიდოდთ, ადგილზე მოვკრეფდით. იგენს რატო უნდა ვუკრიფოთ  ჩაი,? მაგრამ რა ვქნათ, თავი ხომ უნდა გავიტანოთ.  უკეთესობას  ჯერჯერობით არაფერს ვხეავთ. გვახსენებენ  გასულ  9 წელს  და  ამ 6  წელში რა ხდება სასიკეთო, რა გააკეთეს?  გაჭირტვება რომ არ მქონდეს, დავჯდები აქ   ამ სიცივეში დიაბეტიანი და ვივაჭრებ? შვილოებს რომ არ დავაწვე მხრებზე კი ვწვალობ ასე.  ისინი  ვინც მიდიან,  ძალით აძლებიებენ თავს.  ზოგი მიდის  და დაავადებული ბრუნდება, მერე აქ  მკურნალობენ თავს.  ვინ დატოვებს  საქართველოს  რომ არ უჭირდეს. ყველას  ენატყრება შვილები და სამშობლო, მაგრამ გაჭირვებაა და წავიდნენ. სხვის  შვილებს უვლიან ცრემლიანი თვალებით და თავისი შვილები ენატრებათ. ნეტა ისეთი დრო მოვიდოდეს, რომ ყველა დ აუბრუნდებოდეს მის  ოჯახეს. ახალი მთავრობა თუ არ მოვიდა, ამ მთავრობაში არაფერი არ იქნება. საზღვარგარეთ  კაი მთავრობა  ჰყავთ  და მის  ხალხს  უვლიან. თავისი პენსიით და ხელფასით ხალხი თავს ირჩენს და მოსამსახურეები ჰყავთ ჩვენი სახით აყვანილი.  ჩვენთან ხალხი სიკვდილის ზღვარზეა მისული."

ლ.ც. :" მიდიან ფულის გულისთვის. მაგრამ ზოგი  შეეჩვია წასვლას, მე ვიცი არიან ოჯახები  2-3  ბინა აქვთ  ნაყიდი  და მაინც მიდიან, მაგრამ უმეტესობა  გაჭირვებისათვის."

ნინო გიორგაძე - "არავის არ უხარია წასვლა საქართველოდან. მართლაც იმდენი წავიდა  საქრთველოდან, რომ ნახევარიც  თუ ვართ დარჩენილი. მთავრობა ვერ გაძღა ხელფასებით და პრემიებით,ამიტომაც საქართველოში ისეთი გაჭირვებაა,  გარბის ხალხი თავის გადასარჩენად. ადამიანებს საარსებო წყარო არა აქვთ ეს არაა  ცხოვრება, ასეთ ცხოვრებას ჯობია რომ არ გაჩნდე  ასეთ ქვეყანაში.  სამწუხაროა.  ჩვენმა მთავრობამ შუქმნა  პირობები მოსახლეობას  რომ წასულიყვნენ  ქვეყნიდან. ვერავინ ვერ დამაჯერებს  რომ ვინმეს უნდა წასვლა და სხვისი მოსამსახურეობა, ბევრი ოჯახებიც  დაინგრა, ამის გამო. შენელება  ამ პროცესის  შეიძლება  იმით  რომ გლეხის  შრომა დაფასდეს,    თურქეთში  იცით რა უთხრეს   ერთ-ერთ  ქართველს?!  რა გაუჭირდა  საქართველოს  ასეთი, რომ, 4 მილიონი   მოსახლეობა  ვერ შეგინახათო? 4 მილიონი  მათხოვარი ჰყავს საქრთველოს  ფაქტიურად. ერთხელ მოვდივართ  ამ ქევყანაზე  და   ხომ უნდა ვიცხოვროთ  ნორმალურად."

ხათუნა ონიანი: "გადინება  გამოიწვია უმუშევრობამ.  აქ რომ ჩამოდიან  სტუმრები  და მიყავთ პარლამენტში  ჩამოატარონ ერთი  სოფლებში, კარგ ადგილებს  რომ აჩვენებენ  და ყველაფერი კარგადააო რომ ეუბნებიან, ნახონ როგორ ნადგურდება სოფლები და რა სიტუაციაა. ვერ აღშფოთდებიან მერე. სოფელი  კვდება  და როგორ  იარსებებს  დიდი ქალაქები. ყველა ქვეყანას მისი ნაწარმი  აქვს და იმით არსებობენ და ჩვენ რა გვქავს თხილი იყო და ისიც მოისპო. გადაშენების გზაზეა  სოფელი, ასე თუ გაგრძელდება   განადგურდება. სამსახურები რომ  არაა, მაგიტომ  მიდიან,  თორემ  ვის უხარია? თბილისში და დიდ  ქალაქებში ნახულობენ კიდე  სამსახურებს  და რაიონებში სადაა სამსახური.  ახალგაზრდების განვითარებისთვის  ხომ არაფერი არაა. ჩემი ახლობლები ჯანმრთელობის  გაუარესების გამო წავიდნენ. აქ ვერ  მკურნალობენ  დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.  იმდენნაირი  პრობლემა მოიგვარეს  წასვლით, რომ აქ რომ დარეჩენილიყვნენ სახლებიც  აღარ  ექნებოდათ  და არც იქნებოდნენ ცოცხლები.  არა და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი უნდა იყოს  მთავრობა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ  და თუ უნარი არა  აქვთ,  რომ მიხედონ ქვეყანას,  მაშინ ვისაც  შეუძლია ის დააყენონ. რამდენი  წელი უნდა გავიდეს ბოლობობლო  რომ წინსვლა  იყოს, მარტო  გზების დაგება  ხომ  არაა მთავრი. სოფელი თუ დაიცალა , დიდი ქალაქებს  რა  ეშველება,  ქვეყანა სოფლითაა. რამდენი მიტოებული სახლია  წავიდნენ  მიატოვეს. ჩვენთან სოფ. ოზურგეთში ძირითადად  ყველა  ოჯახიდან თითო წევრი მაინცაა წასული. განადგურებულია სახლები პატრონიც არ ჰყავს.

ამ თემას სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურებიან ქართველი ემიგრანტები . საფრანგეთში მოღვაწე ჟუნალისტის გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:

" ხალხს შია ბიჯო და იმიტომ გარბის ევროპაში, ბიჯოოოო, შიაა.. რაის უსაფრთხო ქვეყანა და იმიტომ არ იღებს ევროპა ქართველებს, მაგაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო ტუნისი მარა, სიღარიბე და შიმშილი იყო, გადაირიეთ თქვენ, რაებს ბოდავთ უკვეე? იმის მაგივრად რომ, იფიქროთ მოსახლეობა როგორ დაასაქმოთ და ეკონომიურად ოდნავ მაინც ამოისუნთქოს ქვეყანამ, ესენი დაგვცინიან, უსაფრთხო ქვეყნის გამო არ აჩერებენ ევროპაში ქართველებსო.

PS.. უსაფრთხო ქვეყნიდან არავინ გარბის რო იცოდეთ, ეს ისე სხვათაშორის - წერს ფოფხაძე.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია