სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ქართული ენის და აგრონომიის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2019
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აკრედიტაციის საბჭოდან ქართული ენისა და აგრონომიის საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით დადებითი პასუხი 24 იანვარს მიიღო. „ახლა კიდევ სამ პროგრამაზე ველოდებით პასუხს, მათ შორის ორი სამაგისტრო და ერთი სადოქტოროა“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.2018 წელს უნივერსიტეტში აკრედიტაცია გაიარა ბიზნესის ადმინისტრირების ორმა პროგრამამ, მათ შორის, ისევე როგროც ახლა, მაშინაც იყო როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. გასულ წელს მიიღო აკრედიტაცია დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმაც. უნივერსიტეტში 20–მდე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია