კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 41% აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა 6%-მა არ იცის, 1% კი პასუხზე უარს აცხადებს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 58% მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 42% უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია