შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბავშვებს ატესტატს ბამბანერკების, გოჭების და ფულის სანაცვლოდ მისცემენ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2019

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფიქრობს, რომ მე-11 და მე-12 კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმებით განათლების ხარისხი ქვეყანაში მკვეთრად დაეცემა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს რეფორმას ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

"რეალობა იქნება, ბევრად უფრო მძიმე ვიდრე ბევრს ჰგონია. პირველი - საატესტატო გამოცდების გაუქმებით ბავშვები სკოლებში აღარ ივლიან. ისედაც თავს არ იკლავდნენ და ახლა საერთოდ არ ივლიან. განათლების სამინისტრო თავისი ნაბიჯით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააკნინოს სასკოლო განათლება და სასკოლო განათლება იყოს უბრალო დანამატი უმაღლესი განათლების. რაც ფუნდამენტალურად არასწორია.

სასკოლო განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაზე. სკოლაში ბავშვი იძენს ისეთ უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრება დაეხმარება, რომ იყოს წარმატებული ადამიანი", - ამბობს შაშკინი "2020news.ge"-სთან.

შაშკინის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ოქროს და ვერცხლის მედალი გადაეცემათ თუ არა კვლავ ბავშვებს, რადგან სკოლაში კორუფცია იქნება და მედალი ნამდვილ ცოდნას ვერ ასახავს.

„რა მნიშვნელობა აქვს ოქროს და ვერცხლის მედალს გადასცემენ თუ არა ბავშვებს. თუ სკოლაში ბავშვმა არ იარა და ბამბანერკების, გოჭების და ფულის სანაცვლოდ მისცემენ ატესტას. ამ შემთხვევაში მედალს ყველანაირი ფასი ეკარგება", - დასძენს შაშკინი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია