შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საანგარიშო კონცერტი ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის სამუსიკო სკოლაში

კულტურა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის სამუსიკო სკოლაში მიმდინარე კვირას  ორი საჩვენებელი  კონცერტი ჩატარდა . 20 ივნისს კონცერტში მონაწილეობდნენ პირველიდან  მესამე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, ხოლო 22 ივნისს მეოთხე კლასიდან ზევით.  ორივე დღეს მოსწავლეებმა შეასრულეს  როგორც კლასიკოსი, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. კონცერტებში მონაწილეობა მიიღო  თითქმის ყველა მსურველმა მოსწავლემ.

ლალი თანდარაშვილი,  ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის სამუსიკო სკოლის დირექტორი:

აღნიშნული კონცერტების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. პირველკლასელებმა შეიძლება ისე ვერ დაუკრან როგორც უფროსკლასელებმა, მაგრამ აუცილებელია მონაწილეობა რათა თანდათან შეეჩვიონ და გამოიმუშაონ უნარები. რაც შეეხება პედაგოგს,  ეს არის წლიური ანგარიში,   მოსწავლეებზეა  დამოკიდებული როგორ წარმოაჩენენ პედაგოგის შრომას.  ბავშვებიდან ამოირჩევიან საუკეთესოები და  მონაწილეობას მიიღებენ კონცერტში, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია