შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოკითხულთა 85% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019
2018 წლის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, გამოკითხულთა 85% აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ. 11% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა(მაგალითად, საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა.)აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრე იყო გამოკითხულთა 84%, ხოლო 9% მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია