იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირობები, რომლის შესრულებაც საჭიროა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2022

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ თავის დასკვნაში გასცემს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მხარი არ დაუჭირა.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება ჩამოთვლილი პრიორიტეტები:

  1. მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით;
  2. გარანტირებულ იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქცია; გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო; მოგვარდეს ამ პროცესში ეუთო/ოდირისა და ევროპული საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები;
  3. მიღებულ იქნას და დაინერგოს გამჭვირვალე და ეფექტური მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დაფუძნებული ფართო, ინკლუზიურ და ინტერპარტიულ კონსულტაციის პროცესზე; უზრუნველყოფილ იქნას, რომ მართლმსაჯულება იყოს სრულად და მართლაც დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და ზეპარტიული, მთლიანად მართლმსაჯულების ინსტიტუციურ ჯაჭვთან ერთად, ასევე დაცული იყოს ძალთა გადანაწილება, განსაკუთრებით უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის შესაბამისი მუშაობა და ხელშეუხებლობა, კონკრეტულად უზენაესი სასამართლოსი და მოგვარდეს ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა და მთავარი პროკურორის დანიშვნები; გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმა და დაინიშნონ მისი დარჩენილი წევრები. ყველა ეს ზომა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან;
  4. გაძლიერდეს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, კერძოდ მკაცრად გადაწყდეს მაღალი დონის კორუფციული საქმეები; აღიჭურვოს ახალი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის სერვისები მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით, უზრუნველყოფილ იქნას მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
  5. განახორციელოს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჭარბი ზეგავლენისა და პრივილეგირებული ინტერესების აღმოფხვრით;
  6. გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საფრთხის დეტალური შეფასების საფუძველზე, კერძოდ, სრულყოფილი გამოძიების, სასამართლო დევნის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებების სანდო ჩანაწერების უზრუნველყოფით;სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის გარანტია;
  7. გასწიოს ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, კერძოდ, იმის უზრუნველყოფით, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეესაბამებოდეს ყველაზე მაღალ საკანონმდებლო სტანდარტს და ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების მიმართ საფრთხის შემთხვევაში მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება დაიწყოს;
  8. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის სწრაფი გაუმჯობესება, მათ შორის დამნაშავეების და ძალადობის წამქეზებლების დასჯის ეფექტურად განხორციელება;
  9. ძალისხმევის კონსოლიდაცია გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად და ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლაში;
  10. სამოქალაქო საზოგადოების წევრების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
  11. კანონმდებლობის მოწესრიგება, რათა ქართულმა სასამართლომ პროაქტიულად გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები პრაქტიკაში;
  12. გარანტია, რომ დამოუკიდებელ ადამიანს მიეცემა პრეფერენცია ახალი სახალხო დამცველის ნომინაციის პროცესში, რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და ომბუდსმენის ოფისის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს პრიორიტეტების შესრულების ნაწილში, რის შესახებაც მოხსენებას 2022 წლის ბოლომდე გააკეთებს.  

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია