გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019

NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, 43%-ის აზრით კი ქვეყანა დემოკრატიულია. შეკითხვაზე "არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია," პასუხი "არ ვიცი" გამოკითხულთა 11%-მა გასცა. 

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევა დემოკრატიის საკითხების გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებს, პოლიტიკურ სისტემებს, მთავრობაზე მოსახლეობის გავლენასა და სხვა თემებსაც შეეხო. 

NDI-მ გამოკითხვა 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 %-ია. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია