შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

55%-ს მიუღებლად მიაჩნია მმართველობის ფორმა: ძლიერი ლიდერი- NDI

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მმართველობის ფორმა: ძლიერი ლიდერის ყოლა, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული/არ აგებს პასუხს პარლამენტის და ოპოზიციის წინაშე 28%-ისთვის მისაღებია, მმართველობის ცუდ ფორმად მიაჩნია 55%-ს, ხოლო არ იცის 17%-მა.


აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია