კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღის უფასო სასადილო საქმიანობაში HACCP-ის სტანდარტს დანერგავს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უფასო სასადილოს მოსარგებლეები, სულ მალე, ჰასპის (HACCP) სტანდარტის შესაბამის გარემოში მიიღებენ კუთვნილ მომსახურეობას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, სასადილოს შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც შიდა სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ სამზარეულოს, სველი წერტილების და დარბაზის სრულ განახლებას ითვალისწინებს.

,,სამზარეულო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით. მნიშვნელოვანია, რომ ობიექტს სერტიფიცირებული მომსახურე პერსონალი ეყოლება. პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 39416 ლარი დაიხარჯება”,– აცხადებენ მერიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია