გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჭკუაზემოსული სხვა ადამიანებიც ალაპარაკდნენ ჩემს ,,უსაყვარლეს" ტერმინ,- ნახირზე, ბრბოზე"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 იანვარი 2019
ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი პოლიტიკური მიმომხილველი, ზურაბ მჭედლიშვილი ტვ "კავკასია"-ზე გუბაზ სანიკიძის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას როგორც "დაგვიანებულ ლექციას" საზოგადოებისთვის მაინც სასარგებლოს უწოდებს:

"გუბაზ სანიკიძის დაგვიანებული ,,ლექცია", რასაც მეც და ბევრი საღადმოაზროვნე ფრენდიც ფეისბუქში გამოვთქვამდით წლების მანძილზე, ოღონდ...დედის გინებით...და გინებამდეც მას შემდეგ მივედი, როცა ზომიერ, კრიტიკულ და პოლიტკორექტულ სტატიებს, პოსტებს, სტატუსებს ქართული ნახირი ყურებში ატარებდა და ერთ ადგილზე ეკიდა!!!

ახლა თავად სანიკიძე და ჭკუაზემოსული სხვა ადამიანებიც ალაპარაკდნენ ჩემს ,,უსაყვარლეს" ტერმინ,- ნახირზე, ბიდლოზე, ბრბოზე, ლუმპენზე, ნულოვან ტოლერანტობაზე, პინოჩეტზე, ქვეყნის დამაქცევრებსა და საფლავში ჩასაფურთხებელთა კანდიდატებზე, ისტორიის განაჩენზე და .შ.

კარგია, ძალიან კარგი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის"-წერს ზურაბ მჭედლიშვილი

"წალეკილი იქნებით და მიშა მოდის, მიშა მოდის არარ გიშვებით მერე. ის ძალას იკრეფს იქაც და აქაც. ხომ იყავით გაოგნებულები პირველი ტურის შემდეგ თქვენი ბელადოიანად. მანქანებიდან რომ აღარ გადმოდიხართ, გადით ხალხში, თქვენი სისხლის დალევა მოუნდებათ მალე. გუნდი ვართ იძახით, რა გუნდი ხართ? გუნდს აქვს საერთო ინტერესი, თქვენ რა ინტერესი გაქვთ? ბიძინას ნახირი ხართ, ხელფასზე გაყიდული საქართველო, აი ეს არის სულ. აღარ არის საშველი ხალხო. მთელი ქვეყანა სამი თვეა არის ბესელია-კობახიძის დაპირისპირების შემყურე. ერთმანეტს რომ უქვეყნებენ ჩანაწერებს, ეს არის გუნდი"?-განაცხადა "ეროვნული ფორუმის" დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ, ტვ "კავკასიაში" სტუმრობისას. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია