შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში სპორტსკოლასთან ორი მამაკაცი სავარაუდოდ ელექტროშოკით დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 თებერვალი 2019
დღეს საღამოს, დაახლოებით 20:30 წუთზე გორში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა სპორტსკოლასთან მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა ისინი იზოლატორში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, მოათავსეს. თვითმხილველი იტყობინება, რომ ერთ-ერთი მამაკაცი ქვაფენილზე უგონოდ ეგდო. გამოიყენა თუ არა პატრულმა დაკავების დროს ელექტროშოკი, ამის თაობაზე ჯერ უცნობია. დაკავებულებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, სახდელი 166-ე და 173-ე მუხლებით დაეკისრებათ. ოქმებს სასამართლო განიხილავს. შემთხვევა რესტორან ,,ჟოზეფთან" (სპორტსკოლის გვერდით) მოხდა. რესტორნის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ინციდენტთან მათ არავითარი შეხება აქვთ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია