შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 იანვარი 2019

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც, რაც კეთდებოდა. დღეს ხელისუფლება რეალურად რამეს აკეთებს?, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ნეპოტიზმიც არის, სამწუხაროდ, კორუფციაც არის, არაგამჭვირვალე ტენდერებიც არის, დემოკრატიის ხარისხიც ძალიან დაბალია და ძალიან ბევრი სხვა რამ, მაგრამ დასკვნები, რომელიც გაკეთდა, თურმე, მოსახლეობის 41% კარგად აფასებს მთავრობის საქმიანობას, კიდევ 4 თუ 5% ძალიან კარგად, ანუ ლამის მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს.

წინა ხელისუფლებას თუ შეადარებ, მით უმეტეს ვერ შეაფასებ ამ ხელისუფლების მუშაობას. ეფექტური ის ხელისუფლება უფრო იყო, ცუდშიც და კარგშიც, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც, რაც კეთდებოდა. დღეს ხელისუფლება რეალურად რამეს აკეთებს? როცა მოსახლეობა უმუშევრობაზე ლაპარაკობს, როცა სოციალურ სიდუხჭირეზე საუბრობს, როცა ჩვენ ვხედავთ გალის მოსახლეობის ღაღადს, ერთი თვეა გალის მოსახლეობა აბსოლუტურად უპატრონოდაა მიტოვებული და ხელისუფლების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით, არათუ, რამე ნაბიჯი არ გადადგმულა. რომელ ეფექტურ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ?!“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია