ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, პარლამენტის წევრებთან ერთად,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
,,27 სექტემბერი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღეა, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ომში დაღუპულ გმირებს.მჯერა, რომ მათი თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის და შევძლებთ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში.
სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შევამკეთ,“აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა, გოგი მეშველიანმა.