შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძალოვან უწყებებში 5.5 მილიონი ლარის ღირებულების გამოუყენებელი უნიფორმებია დაგროვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 თებერვალი 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ძალოვან უწყებებში 5.5 მილიონი ლარის ღირებულების გამოუყენებელი უნიფორმებია დაგროვილი, ამის მიზეზი კი უნიფორმების ფერისა და დიზაინის ხშირი ცვლილებაა.

„თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, გამოუყენებელი ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილი 2004 და 2009 წლებიდან მომდინარეობს (გრანტით გადმოცემული ქონება), რომელიც განსხვავებული მოჩითვის, ფერის, ზომებისა და სხვა ფაქტორების გამო ვერ იქნა გამოყენებული. 2009 წლის შემდეგ უნიფორმის ტიპი არ შეცვლილა“, – აღნიშნულია ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.

უწყებების მიხედვით, გამოუყენებელი უნიფორმების ღირებულება ასეთია: თავდაცვის სამინისტრო – 2 868 450 ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 2 019 544 ლარი; დაცვის პოლიცია – 321 188 ლარი; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – 221 628; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – 123 705.

commersant.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია