შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის საბავშვო ბაღებში გაზის გაყვანილობებს შეამოწმებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 თებერვალი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღიდან გაზით მხოლოდ ხუთი, ოთხი ახალციხის და ერთი ვალის ბაღი თბება. „ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ჯერ მხოლოდ სიტყვიერად ესაუბრნენ გაზის კომპანიის ხელმძღვანელს და სთხოვეს, რომ გაგზავნონ სპეციალისტები ბაღებში გაზის შესამოწმებლად“, – გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმახურში. „ინტერგაზის“ დირექტორი ვასო აბულაძე ამბობს, რომ შემოწმების პროცესს მაშინვე დაიწყებს, როგორც კი მას მერია ოფიციალურ წერილს გაუგზავნის. გაყვანილობებს კომპანია ახლადშეძენილი აპარატით დაიწყებს, რომელიც ქსელში გაზის გაჟონვას აფიქსირებს. „ველოდებით, რომ წერილი შემოგვივიდეს და დავიწყებთ შემოწმებას. ახალი გერმანული აპარატი გვაქვს და ქსელს იმით შევამოწმებთ“, – ამბობს აბულაძე. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია