შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019
ოთხ თებერვალს ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა. მან მოსამართლესთან ბრალდებულისთვის გამამტყუენებელი განაჩენის გამოტანა და პატიმრობის შეფარდება ითხოვა. მომავალ სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოადგენს და მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. ცოლის მუქარის საქმეზე, სასამართლო სხდომები რვა თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა, ამ ხნის განმავლობაში 20–მდე მოწმე დაიკითახა.„გამომძიებლები, ექსპერტები, ოჯახის წევრები ბრალდებულის მეგობრები და მეუღლეც დავკითხეთ“, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.იგი საბოლოო სიტყვას 15 თებერვალს წაიკითხავს. სამარჯიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამამართელებელ განაჩენს გამოუტანს. საქმეში ბრალდებული 27 წლის კაცია, რომელსაც სასამართლომ ცოლის ქამრით ცემისთვის ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, თუმცა, საპატიმროს დატოვებიდან თვენახევარში იგი ცოლის მუქარისთვის ისევ დაიჭირეს. მაგრამ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან მეორედაც გაათავისუფლეს, მას გირაო 5 000 ლარი შეეფარდა. პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, ბრალდებული ბრალს ამჯერად არ აღიარებს. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია