შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში 38-წლის მამაკაცი 14-წლის შვილთან სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980  წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ  სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს. ,,სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა. ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია