იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აგვისტო 2022

ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი კი 1500-მდე აბიტურიენტმა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.

 მისი ინფორმაციით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ,  32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა 

 "სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 4000-ზე მეტმა კი 50%-იანი.

8 000 არის ისეთი აბიტურიენტი, რომელიც კონკურსს გამოეთიშა, მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებმაც ზღვარი ყველა საგანში გადალახული ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის პროგრამები არ აირჩიეს, ან ისეთი პროგრამები აირჩიეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ამ კონკურსს გამოეთიშნენ,“ - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

 ცნობისთვის, 2022 წლის ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა, გასულ წელს ეროვნული გამოცდებზე 38 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია