სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2022
ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობს. პატარა მოჭადრაკე, 10 წლამდე გოგონათა შორის იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონატმა ბათუმში სტარტი დღეს აიღო, შეჯიბრება 28 სექტემბერს დასრულდება.

მსოფლიო ჩემპიონატი კადეტთა შორის - 8, 10, 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩემპიონატზე, 4 კონტინენტის, 70 ქვეყნის, 783 ნორჩი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, ბარბარემ გამარჯვება ბათუმში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზეც მოიპოვა, სადაც მოჭადრაკემ პირველი ადგილი დაიკავა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია