კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამომრჩეველთა 70% ელექტრონულად მისცემს ხმას, 30%-ის ბიულეტენები კი სრულად გაციფრულდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 სექტემბერი 2022

2024 წლიდან ფაქტობრივად მთელს ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება, – განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„2024 წლიდან საქართველო გადავა ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე. ეს თვისობრივად ახალი, უმაღლესი სტანდარტია, რაზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუნდმა მიიღო. სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ს ექნება შესაძლებლობა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს. უფრო მეტიც, ჩვენი გუნდის ინიციატივით, დარჩენილ 30% ამომრჩეველთან მიმართებაში იმოქმედებს მიცემული ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და მათი ატვირთვა ცესკოს ოფიციალურ პორტალზე, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლიდან ფაქტობრივად მთელს ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება“ , – ამბობს მიქანაძე.

ინიცირებული ცვლილებებით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და გახდება 4000 ლარი. ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა კი გაიზრდება 2 თვიდან 3 წლამდე.

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადა განახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება. თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი დაექვემდებარება გადათვლას. მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს. გაიზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, განისაზღვრება 3 დღით. შეზღუდვები დაუწესდება პროფესიული ნიშნით არჩეულ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მათი ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად. დაწესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, განმტკიცდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა მიერ არჩევნებში მონაწილეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. გაფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი. ასევე, თითოეული პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვ

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია