შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული ”ოცნება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 თებერვალი 2019

“არ მაინტერესებს. “ქართული ოცნება” ერთიანი იქნება თუ დაიშლება. მთავარია, სანამ ხელისუფლებაშია, საკუთარ უუნარობას არ გადააყოლოს ქვეყანა, რომ სახელისუფლებო კრიზისი არ დაიწყოს. ეს არ წაადგება არც ქვეყნის ეკონომიკას, არც მის განვითარებას და საერთაშორისო პერსპექტივებს. ამიტომ არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული ”ოცნება~. არ მაინტერესებს, მის შიგნით რა ხდება, თუმცა იმედი მაქვს, ივანიშვილი მოახერხებს, სულ ცოტა, 2 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან საკითხზე ამ ხალხის ერთიანობის უზრუნველყოფას, მერე კი მათი უმრავლესობა ისევე­ დაგავიწყდებათ, როგორც ბევრი “ტურისტად მოსული” პოლიტიკოსი.

ივანიშვილს მართვის სადავეები რომ ხელიდან გაშვებული აქვს, ეს უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, მათ შორის პოლიტიკაში მისი მობრუნების განცხადებაშიც, როდესაც პირდაპირ თქვა, დაბრუნდა იმიტომ, რომ პარტიაში ვეღარ ალაგებს ურთიერთობას. “ოცნებას” არავინ მართავს - ეს არის ზუსტად პრობლემა. არავის აქვს პოლიტიკური ავტორიტეტი, რომ უზრუნველყოს მინიმალური ერთიანობა მთავარი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ ჩაანაცვლა ივანიშვილი, სისულელეა. უბრალოდ, ის ვეღარ მართავს და აკონტროლებს ვითარებას. თვითონ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე - მუდმივად მორჩილი ადამიანების მართვა ადვილია. ამ მორჩილების პროცესში დაიკარგა ივანიშვილი და მოხდა ის, რაც მოხდა _ სრულიად აერია მართვის სადავეები და თავად გაება იმ მახეში, რომელსაც ეგონა, რომ სხვებს უგებდა...”, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია