ფეისბუქ გვერძე "დაკარგული სამოთხე", რომლის ადმინისტრატორიც ლექსო ჩარკვიანია და რომელიც ეხმარება ადამიანებს იაფად შეიძინონ სახლები სოფლად, საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:
"ქილა ერბო"
მართლაც გაღარიბდებით ფინანსურად ბატონო ბიძინა პოლიტიკაში, იგივე ამბავია რაც "გლეხი კაცი და ქილა ერბო".
პოლიტიკაში აღარ ხართ?
ჰოდა ნურც გვერდიდან გაჰყვებით პარალელზე. ავტორიტეტული ხართ თავისთავად მაგრამ რეპუტაცია სჯობს კარგი. სახლიც აგიშენებია, შვილებიც გიმრავლებია, ხეც დაგირგავს, მახსოვს თქვენი წლების უკანდელი ძველი ფოტო სამუშაო ტანისამოსში და ეს არის ის კაცი ამდენს რომ აკეთებს მის კუთხეშიო ისმოდა ხალხში. მახსოვს ლეგენდებად დადიოდა სიკეთეები, მახსოვს ნაყინის გამყიდველის და თქვენი ამბავი, ლეგენდად მოდიოდა ჩვენამდე ის კაცი სოფლის ქუჩებში დადის, გადახედავს ხოლმე ღობეზე ვის რა უჭირს და ისე ეხმარებაო, ლეგენდაც არი და ლეგენდაც დაიჯერება მაგრამ დაუეჯრებელი სიკეთეები ახსოვს ხალხს, მაშინ ასეთების კეთებასთან ერთად უფრო ძლიერი იყავი, არ ვიცოდით ვინ იყავი და ხალხს უყვარდი! ეხლა ეშინიათ! ციხისძირიდან მოვდიოდი ჩემი სატვირთო მანქანით ლეჩხუმში ბამბუკი :მოსო"-ს 4 მეტრიანი ნერგები მიმქონდა 3 წლის უკან, გამაჩერეს, ვინ ხარ სად მიდიხარ და სად მიგაქვსო?! ამასობაში მანქანიდან გადმოვედი, ვხედავ უკან 2 ტრაილერი 17-20 მეტრიანი მოსოს ბამბუკებით არის დატვირთული, მე ყველაფერი ვთქვი მეთქი ლეჩხუმში მიმაქ მეოთხე მცდელობაა იქნებ გავახაროთქო და ნუ წამართმევთ არ დამიჭიროთ ოჯახში ვიყიდემეთქი, თითოში 45 ლარი მაქ გადახდილითქო. ვინც მელაპარაკებოდა ის კაცი დაბურულნმინებიან მანქანასთან მივიდა, უკან დაბრუნებული მეუბნება ტრაილერზე რომ დევს იქედან 5 ძირი შენია საჩუქრად ბატონ ბიძინასგანო, არ ველოდი, მეთქი ამოდენა ხეებს როგორ წავიღებ ამ მანქანითმეთქი, კოპიტნარამდე მოგიტანთ მერე გადატვირთე სხვა მანქანაზე, აზრი არ ქონდა ამასაც, იმიტომ რომ შანსი ნული მქონდა ამოდენა ხეების სოფელში ატანის იმ ვიწრო დახვეულ გზებზე. ამისთვის დიდი მადლობა. ანდაზას მოვიშველიებ: "სახელის გატეხას თავის გატეხვა გერჩივნოსო" და სანამ თავი მთელი გაქვთ ისევ სავსე ქილა ერბოიანი კაცი ჯობდეს იქნება... საწყენი არაა, ამ ანდაზას ღრმად უნდა ჩახედოს კაცმა, თავს მაშინ გადადებენ გასატეხად როცა მაგრად ეშლებათ და რეპუტაცია საფრთხეშია. არ უნდა ამას მარჯვენა და მარცხენა ხელი სიმსივნე და ჯანდაბა, ისევ კაცი "ქილა ერბო""-წერს ჩარკვიანი.