შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭითაწყარის სასაფლაოდან ბიუსტის მოპარვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 თებერვალი 2019
ზუგდიდის პოლიციამ საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებული ლ. გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი საფლავიდან ბიუსტის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-258-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია