გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და მათ თანაშემწეებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ.

შეხვედრა მიზნად ისახავს თხილის კულტურაში არსებული პრობლემების გაცნობას, საჭირო ღონისძიებების გატარებას და მოსახლობის ინფორმირებას.

შეხვედრას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან გია ებრალიძესთან ერთად დაესწრო.

საინფორმაციო შეხვედრები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია