გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნებამ"წყალი უნდა აქციოს ღვინოდ - მკვდარი უნდა გააცოცხლოს..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 თებერვალი 2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"როდესაც პოლიტიკური არგუმენტები აღარ გაქვს, იმისათვის რომ ერთიანობა შეინარჩუნო, იწყებ გუნდის გადაყვანას მრევლის მდგომარეობაში. ანუ ცდილობ პარტია აქციო რელიგიურ სექტად, ბრმა რწმენაზე ააგო მმართველობითი ვერტიკალი. ეს რომ მოახერხო, გარდა იმისა რომ სიკეთეებს ისინი შენი ხელიდან უნდა იღებდნენ პრინციპით - ითხოვე და მოგეცემა, საჭიროა სასწაულები რწმენის გასაძლიერებლად. ანუ, მაგალითად, სავლე უნდა აქციო პავლედ (კოლექტიური მურუსიძე), წყალი აქციო ღვინოდ (ტურისტების ხარისხის ზრდა), მკვდარი გააცოცხლო (მიშა) და ასე შემდეგ. ვინც ეჭვს შეიტანს, ანათემას გადასცე, განკვეთო ან კოცონზე დაწვა. ამ პროცესში ვართ..."- წერს ხუხაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია