შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვისურვებდი, სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან"- მეუფე პეტრე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 თებერვალი 2019
მე ვისურვებდი, რომ ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან, - განაცხადა  ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ საპატრიარქის განცხადების საპასუხოდ.

“საერთოდ, დღემდე არათუ ზიარება, სასულიერო პირებს არ უშვებდნენ მასთან, აი, ჩემგან რამდენიმე სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი, რომ მამაოს გასაუბრებოდა, ენუგეშენებინა, პირადად მოესმინა მისთვის და უთხრეს, რომ პატრიარქის კურთხევის გარეშე აღარ შეგიშვებთ, არათუ საზიარებლად, მღვდლებს აღარ უშვებდნენ”, - თქვა მეუფე პეტრემ.
დღეს საპატრარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, გიორგი მამალაძე აზიაროს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა."- განაცხადა მეუფემ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია