შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი სესიაშვილმა "ქართულ ოცნებას" 20 000 ლარი შესწირა

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2018
პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა  აგვისტოში პარტიების მიერ შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები გამოაქვეყნა.
წინა თვეების მსგავსად, აგვისტოში ყველაზე მეტი შემოსავალი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.

მიღებული შემოწირულობები ეროვნულ ვალუტაში ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება"-  5 593 420;
"მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის"- 662 014,99;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 475 824,95;
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-  267 207,10;
"თავისუფალი დემოკრატები"- 107 996;
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 107 996;
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - 86 366;
"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" - 52 999;
"ჩვენი სამშობლო" - 50 000;
"საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - 20 731;
"საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"- 17 800;
"ეროვნული ფორუმი" - 12 020;
"საქართველოს მშვიდობისათვის"- 6 370;
"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 5 000;
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - 576;
"ქართული დასი" - 125;
"თავისუფალი საქართველო" -15;
"დამოუკიდებელი კანდიდატები" - 268 006;

speqtri.ge დაინტერესდა, კახეთში უკვე დასახელებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა შესწირეს ფული თავიანთ პარტიებს. თელავი-ყვარელის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა 20 000 ლარი გადარიცხა, ხოლო "რესპუბლიკელების" კანდიდატმა გურჯაანში ზვიად ყვირალაშვილმა - 575 ლარი.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია