გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იპოთეკური სესხების გაცემა ერთბაშად შემცირდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 თებერვალი 2019

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ადასტურებს, რომ იპოთეკური სესხების გაცემა ძალიან შემცირდა. იგი ამ ყველაფერს ახალ რეგულაციებთან ერთად, იანვრის თვესაც უკავშირებს, რომელიც არაპროგნოზირებადობით და პასიურობით ხასიათდება.

Эცალსახად გიდასტურებთ, რომ იპოთეკური სესხები შემცირებულია და ასევე შემცირებულია განვადებები, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო და ამაზე რეგულაციების ძალაში შესვლამდეც ღიად ვსაუბრობდით”, - აცხადებს ძნელაძე.

რამდენიმე დღის წინ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა "ბიზნეს მედიასთან" საუბრისას განაცხადა, რომ იპოთეკური სესხების გაცემა ბანკებში 10-ჯერ შემცირდა.

“მე მაქვს კონტაქტი ბანკებთანაც, სადაც იპოთეკური სესხების გაცემა 2018 წლის იანვართან შედარებით 10-ჯერ დაკლებულია“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შემცირებაზე საუბრობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაშიც. ორგანიზაცია “ლაზიკა კაპიტალის” აღმასრულებელი დირექტორის ბესო შენგელიას განცხადებით, 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების შესაფასებლად 1 თვე საკმარისი არაა, მაგრამ 2018 წლიდან ამოქმედებული რეგულაციები საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპზე უკვე აისახა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია