შიდა ქართლი
კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის პროექტის ფარგლებში გორში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
18 იანვარი 2023
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქალთა გადამზადების
უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით
საინფორმაციო შეხვედრები და პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები
იწყება. კოდინგის სკოლა ქალებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში
მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500
კანდიდატი მიიღებს.
ბენეფიციარების გადამზადება Front-End დეველოპმენტის, Back-End
დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული
მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით მოხდება.
რეგიონალური შეხვედრების ფარგლებში, და იმ ვიდეო მასალებით,
კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ მეტი ინფორმაცია აღნიშნული
ტექმიმართულებების შესახებ და სანამ კურსზე რეგისტრაციას გაივლიან,
შეძლონ სასურველი კურსის შერჩევა.