შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 თებერვალი 2019

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გვიან ღამით ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დეკანოზს ინსულტის ნიშნები აღენიშნება.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით მამალაძე ინტესიური მკურნალობის განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა:

“იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი თუ რისგან იყო გამოწვეული მარჯვენა ხელ-ფეხის უმოქმედობა, ინსულტის მაგვარია, ამის გამოკვლევა მიმდინარეობს და რამდენი ხანი დასჭირდება, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. ინტენსიურში არის, არასახარბიელო მდგომარეობაა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. პირადად ვესაუბრე მამა გიორგის და ზუსტად იმ რიცხვს ემთხვევა, რა რიცხვშიც პირველად იყო მოთავსებული საავადმყოფოში, ეს იყო 2017 წლის 16 თებერვალი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დანარჩენს უკვე გამოიკვლევს სამედიცინო პერსონა და გვეტყვის რა ხდება, მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ასეთ მდგომარეობაში კლინიკიდან გაწერა გამორიცხულია, ჯერ არ არის სტაბილური მდგომარეობა, ვესაუბრე ექიმებს და იკვლევენ ჯერ”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდომარეობაზე პასუხისმგებლები სასულიერო პირები არიან:

„მაგის მდგომარეობა საპატრიარქოში ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის და ადამიანობისთვის, რა დღეში ჩააგდეს ადამიანი. ერთი სულიერ სიმტკიცე სჭირდებოდა ადამიანს, რომ ძლიერად ყოფილიყო და ისიც არ არგუნეს, აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას“, - განაცხადა ადვოკატმა

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია