ოპოზიციონერ პოლიტიკოს გოგი წულაიას 4 წლით პატიმრობა დაუსწრებლად შეფარდა. ამის შესახებ ინფოემაცია მის ადვოკატს მიაწოდეს, როგორც გელბახიანი აცხადებს, სააპელაციო დსასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და წულაიას პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯა.
ამ დროისათვის გოგი წულაია საფრანგეთში იმყოფება. როგორც ის აცხადებს, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტად დაადასტურა, რომ ის პოლიტიკურად დევნილია.
შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა. საპატიმროში ის შიმშილობდა, რის შემდეგ კი 6 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.